logo_geo
eng_logo
ნატოს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორი: ვფიქრობ, გამოსავალი შეიძლება იყოს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დათმობა და სანაცვლოდ ნატოს წევრობის მიღება
- +

15 აგვისტო. 2023. 20:21

 


ნატოს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანება შეიძლება მოიპოვოს რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ და ეს უკრაინაში ომის დასრულების ნაწილი შეიძლება იყოს. ინფორმაციას ამის შესახებ ნორვეგიული გაზეთი Verdens Gang-ი (VG) ავრცელებს.

„ვფიქრობ, გამოსავალი შეიძლება იყოს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დათმობა და სანაცვლოდ ნატოს წევრობის მიღება“, - აღნიშნა სტიან იენსენმა არენდალში გამართული დებატების ფარგლებში.

სტიან იენსენის თქმით, ნატოს გენერალურმა მდივანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკების დრო და პირობები ოკუპაციის დასრულების მიზნით.

მისი თქმით, რუსეთს სირთულეები აქვს სამხედრო თვალსაზრისით და არარეალურად ჩანს, რომ მათ ახალი ტერიტორიების დაპყრობა შეძლონ, თუმცა ახლა უფრო საკითხავია, რის დაბრუნებას მოახერხებს უკრაინა.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ნატო, რომ უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიის ნაწილი, რათა მიაღწიოს მშვიდობას რუსეთთან და ნატოში მომავალ წევრობას, იენსენმა აღნიშნა, რომ ომის შემდგომ შესაძლო სტატუსის შესახებ დისკუსიები უკვე მიმდინარეობს და რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის შესახებ კითხვებს სხვები სვამენ.

„არ ვამბობ, რომ ასე უნდა იყოს. მაგრამ ეს შეიძლება იყოს შესაძლო გამოსავალი“, - დასძინა ნატოს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner