logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენმა მოუწოდა კონგრესს, დაუყოვნებლივ დაუჭიროს მხარი ჯო ბაიდენის მოთხოვნას უკრაინისთვის კიდევ $24,1 მილიარდის გამოყოფის თაობაზე
- +

15 აგვისტო. 2023. 22:38

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მოუწოდა კონგრესს, დაუყოვნებლივ დაუჭიროს მხარი ჯო ბაიდენის მოთხოვნას უკრაინისთვის კიდევ 24,1 მილიარდი დოლარის გამოყოფის თაობაზე. ამის შესახებ მან სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მომდევნო კვირაში შესრულდება წელიწად-ნახევარი რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან. უკრაინული სკოლებისა და საავადმყოფოების დაბომბვები, საკვებისა და საწვავის იარაღად გამოყენება, მოკლული და დაჭრილი ათასობით უკრაინელი... მთელი ამ დროის განმავლობაში უკრაინელები აჩვენებდნენ წარმოუდგენელ სიმამაცესა და სიმტკიცეს. გასულ კვირაში ჯო ბაიდენმა მოითხოვა 24,1 მილიარდი დოლარი, რათა გაგრძელდეს უკრაინის უსაფრთხოების, ეკონომიკის, ჰუმანიტარული საჭიროებების მხარდაჭერა. ჩვენი ძალისხმევისა და რესურსების დახმარებით, უკრაინელებმა შეძლეს საკუთარი სიცოცხლის, თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლა. ამის შედეგია ის, რომ რუსეთის შეჭრა სტრატეგიულ ჩავარდნად იქცა. მოვუწოდებ კონგრესს დაუყოვნებლივ დაუჭიროს მხარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მოთხოვნას“, - აცხადებს ბლინკენი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner