logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: არც სვანეთი და არც რაჭა არ დარჩება პარლამენტში წარმომადგენლის გარეშე
- +

17 თებერვალი. 2016. 11:29


ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მაჟორიტარული ოლქების გამსხვილების მიუხედავად, არც სვანეთი და არც რაჭა არ დარჩება პარლამენტში წარმომადგენლის გარეშე. ამის შესახებ ვოლსკიმ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხზე, ზვიად ავალიანის თოქ-შოუ „არგუმენტების დროში" განაცხადა.


„ახალი საარჩევნო კოდექსის თანახმად, ქვემო სვანეთი და რაჭა ერთიანდება ერთ მაჟორიტარულ ოლქად და მათ  ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლებათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან სვანეთი, ან რაჭა დარჩება პარლამენტში წარმომადგენლის გარეშე. თუ მაჟორიტარი იქნება შერჩეული რაჭიდან, მაშინ სვანეთის წარმომადგენელი აუცილებლად იქნება პროპორციულ სიაში. იგივე შემიძლია ვთქვა ახალქალაქისა და ნინოწმინდის შემთხვევაშიც. თუ საერთო მაჟორიტარი ახალქალაქიდან იქნება, მაშინ ნინოწმინდის წარმომადგენელი აუცილებლად იქნება პროპორციულ სიაში", - განაცხადა ვოლსკიმ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner