ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მაჟორიტარული ოლქების გამსხვილების მიუხედავად, არც სვანეთი და არც რაჭა არ დარჩება პარლამენტში წარმომადგენლის გარეშე. ამის შესახებ ვოლსკიმ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხზე, ზვიად ავალიანის თოქ-შოუ „არგუმენტების დროში" განაცხადა.
„ახალი საარჩევნო კოდექსის თანახმად, ქვემო სვანეთი და რაჭა ერთიანდება ერთ მაჟორიტარულ ოლქად და მათ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლებათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან სვანეთი, ან რაჭა დარჩება პარლამენტში წარმომადგენლის გარეშე. თუ მაჟორიტარი იქნება შერჩეული რაჭიდან, მაშინ სვანეთის წარმომადგენელი აუცილებლად იქნება პროპორციულ სიაში. იგივე შემიძლია ვთქვა ახალქალაქისა და ნინოწმინდის შემთხვევაშიც. თუ საერთო მაჟორიტარი ახალქალაქიდან იქნება, მაშინ ნინოწმინდის წარმომადგენელი აუცილებლად იქნება პროპორციულ სიაში", - განაცხადა ვოლსკიმ.