რეჟისორი გოგა ხაინდრავა ფილმ „ჰეორკრატიას" შესახებ გადაცემა 2030-ში საუბრობს.
ხაინდრავას განცხადებით, ძნელია სრული სიზუსტით გადმოსცე და გადაიღო ის რეალობა, რაც წინა ხელისუფლების დროს პენიტენციალურ სისტემაში ხდებოდა.
„ეს ფილმი ნებისმიერი ცივილიზებული საზოგადოებისთვის, ვინც საკუთარ თავს პატივს სცემს, ყველაზე სამარცხვინო ეპოქას. ეპოქას, როდესაც პენიტენციალურ სისტემაში და არა მარტო, აბსოლუტურად იყო დაკარგული ადამიანური სახე.
ჩადიოდნენ ისეთ საქციელს, რომლის აღწერაც შეუძლებელია. ნაწილი პატიმრების იძახის, რომ ის სისასტიკე ბოლომდე აღწერილი არ არის, რა თქმა უნდა არ არის და ვერც იქნებოდა. გააზრება იმისა, რომ შეიძლება ახალგაზრდა უდანაშაულო ადამიანი ჩაიყვანო მორგში და მიაბა ცხედარს რამდენიმე საათის და ხანდახან მთელი დღის განმავლობაში მიაჯაჭვო, ამის გადაღება ძნელია, ძნელია წარმოდგენაც.
ეს არ იყო ჩემი ამოცანა. ჩემი ამოცანა იყო დამეფიქრებინა საზოგადოება იმაზე, რომ რაც ჩვენ გავიარეთ თუ ამას ბოლომდე არ გავიზარებთ, თუ არ შევიგრძენით ის ტკივილი, სიცხვილი, დაცემა, რომელიც ყველამ ვიცოდით რომ ხდებოდა, ჩვენ ამაზე თვალს ვხუჭავდით, ვერ განვიკურნებით."- განაცხადა ხაინდრავამ.