logo_geo
eng_logo
სოფელ ხოვლეში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო
- +

16 აგვისტო. 2023. 13:05

 

 

კასპის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის  თანაბრად ხელმისაწვდომობის მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.

 

სოფელ ხოვლეში ბეტონზე ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. პროექტის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან,  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მჭედლიშვილთან და ხოვლეს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან თამაზ ხუციშვილთან ერთად გაეცნო.

 

თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ მოედანზე განთავსდება ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარები და მოეწყობა გარეგანათება.

 

სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და შპს „დანი ქონთრაქშენი“ ახორციელბს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner