logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მინდა, სინანული გამოვხატო, რომ დავით ჯელაძეს გული ვატკინე, ის არის გულიანი, რაჭველი ვაჟკაცი, ისეთი გზა აქვს გამოვლილი თავის დისშვილთან ერთად, თავის თავს აჯობა
- +

16 აგვისტო. 2023. 18:52

 

 

„მქონდა სატელეფონო საუბარი დათო ჯელაძესთან, შემდეგ შევხვდი, დათო არის გულიანი, ვაჟკაცი რაჭველი კაცი, მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რომელიც მას გადახდა და წარმოუდგენელი, საოცარი ისტორიაა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

კობახიძის თქმით, დავით ჯელაძემ ყველაფერი გააკეთა, რომ მისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე.

 

„ისეთი გზა აქვს მას გამოვლილი ამისათვის თავის პატარა დისშვილთან ერთად, თავის თავს აჯობა, წარმოუდგენელი რაღაც აქვს გაკეთებული. ეს მინდა, აუცილებლად გითხრათ. რაც შეეხება შეკითხვებს, პირველ რიგში, მინდა, განვმარტო, რაზე იყო საუბარი. იყო ბრიფინგი, სადაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მაჩვენა ფოტო, რომელიც პირველად ვნახე ბრიფინგის დროს. ძალიან ხშირად ვრცელდება სოციალურ მედიაში სრულიად ყალბი ფოტოები, აქედან გამომდინარე, მე არც ვიცოდი, ვის მიერ იყო ეს ფოტო დადებული და ზუსტად რა იყო ასახული ამაზე. აქედან გამომდინარე, კითხვა დავსვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა. ამის შემდეგ გავერკვიე ყველაფერში, რომ ეს ფოტო იყო დათო ჯელაძის მიერ დადებული და ასევე გავიმეორებ, რომ პირადად მომიყვა ისტორია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადახდა. პირველ რიგში, სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ გული ვატკინე, რაც მან თქვა, რაც არის დასანანი. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა, საუბარი, მან განმარტა თავისი ისტორია, მეც განვმარტე ყველაფერი, მთავარი არის, რომ ის ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა, გადარჩა ის, გადარჩა მისი დისშვილი, გადარჩა მისი ოჯახი და ამაში არის მისი ძალიან დიდი დამსახურება და იმ გზის დამსახურება, რომელიც მან გამოიარა თავის დისშვილთან ერთად“, – განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner