logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: უკრაინაში არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში მეორე ფრონტი სურთ. ბუნებრივია, მეორე ფრონტისკენ მიმავალი საუკეთესო გზა არის პროვოკაციებს მოწყობა. მთავარია, რომ საზოგადოება ამ პროვოკაციებს არ აჰყვეს
- +

16 აგვისტო. 2023. 20:29

 


ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს, რომელზეც რუსეთის მოქალაქე, რომელიც თითქოს საქართველოში იმყოფება, ქართველებს ლანძღავს. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ეს ადამიანი კიევში ცხოვრობს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ ეს არის მორიგი პროვოკაცია.

ეს არ არის პირველი ფაქტი, თუ არ ვცდები უკვე მეხუთე-მეექვსე ასეთი ვიდეო ვრცელდება სოციალურ მედიაში. იცით, რომ უკრაინაში არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში მეორე ფრონტი სურთ. ბუნებრივია, მეორე ფრონტისკენ მიმავალი საუკეთესო გზა არის პროვოკაციებს მაქსიმალურად მოწყობა. ასეთი პროვოკაციები მეორე ფრონტის გახსნილს სურვილსა და განზრახვას ემსახურება. მთავარია, რომ საზოგადოებამ სწორად შეაფასოს ეს პროვოკაციები და ამ პროვოკაციებს არ აჰყვეს“, - განაცხადა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner