logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მინდა მადლობა გადავუხადო მაშველებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც მძიმე ტექნიკაზე მუშაობენ, რომ მოახერხონ დაკარგული ადამიანების პოვნა
- +

16 აგვისტო. 2023. 20:30

 

"მადლობა უნდა გადავუხადოთ მაშველებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც მძიმე ტექნიკაზე მუშაობენ იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოახერხონ დაკარგული ადამიანების პოვნა," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ​შოვში განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

გრძელდება ძებნის სამუშაოები. 26 ცხედარია ნაპოვნი, საიდანაც 24 არის იდენტიფიცირებული, ასევე სამი ადამიანის ფრაგმენტებია და ხდება იდენტიფიცირება. გრძელდება ეს სამუშაოები და მადლობა უნდა გადავუხადოთ მაშველებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც მძიმე ტექნიკაზე მუშაობენ იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოახერხონ დაკარგული ადამიანების პოვნა. ძალიან მძიმე სამუშაოა და მადლობა მათ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ ბევრი ადამიანია მოსაძებნი, სამუშაოები სავარაუდოდ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება მდინარის კალაპოტში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner