ქეთი დუმბაძის მწერალთა სახლის ხელმძღვანელად დანიშვნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ შეაფასა.
„ქეთი დუმბაძე პირველ რიგში არის ძალიან ღირსეული ადამიანი. მის ოჯახზე, რა თქმა უნდა, ბევრი საუბარი არც არის საჭირო, მათ შორის, მის კავშირზე ლიტერატურასთან. ჩვენთვის ძალიან დასანანია, რომ მას უწევს პარლამენტის წევრის მანდატის დატოვება იმის გამო, რომ გადადის სხვა პოზიციაზე. ქეთი დუმბაძეს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება სწორედ ამ მიმართულებით მუშაობის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან ეფექტიანი ხელმძღვანელი იმ სამსახურში, სადაც ის ახლა ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს“, - განაცხად ირაკლი კობახიძემ.