logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, რომ ქეთი დუმბაძე იქნება ძალიან ეფექტიანი ხელმძღვანელი იმ სამსახურში, სადაც ის ახლა ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს
- +

16 აგვისტო. 2023. 20:34

 

ქეთი დუმბაძის მწერალთა სახლის ხელმძღვანელად დანიშვნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ შეაფასა.

ქეთი დუმბაძე პირველ რიგში არის ძალიან ღირსეული ადამიანი. მის ოჯახზე, რა თქმა უნდა, ბევრი საუბარი არც არის საჭირო, მათ შორის, მის კავშირზე ლიტერატურასთან. ჩვენთვის ძალიან დასანანია, რომ მას უწევს პარლამენტის წევრის მანდატის დატოვება იმის გამო, რომ გადადის სხვა პოზიციაზე. ქეთი დუმბაძეს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება სწორედ ამ მიმართულებით მუშაობის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან ეფექტიანი ხელმძღვანელი იმ სამსახურში, სადაც ის ახლა ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს“, - განაცხად ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner