logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: უკრაინასა და მოლდოვაში ეკონომიკურ პრობლემებს სჭირდება კომპენსირება, ამის არ უნდა შეგვშურდეს, ევროკომისიის მხრიდან თანხების გამოყოფა აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენაა
- +

16 აგვისტო. 2023. 20:36

 

ირაკლი კობახიძე ევროკომისიის მიერ უკრაინასა და მოლდოვისთვის 135 მილიონი ევროს გადარიცხვას გამოეხმაურა. ამ თემაზე დასმულ კითხვას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა შოვში, ჟურნალისტებთან საუბრისას უპასუხა. კერძოდ, მან შეაფასა ოპოზიციის განცხადებები, რომელთა მიხედვითაც საქართველოს ჩამონათვალში არყოფნა ნიშნავს, რომ ქვეყანა პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს.

ეს რეალურად ნიშნავს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში და მოლდოვა, რა თქმა უნდა, ნაკლებად, თუმცა არის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში. მარტო ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენი და მოლდოვის ეკონომიკებს შორის სხვაობა იზრდება 8 მილიარდი დოლარით. ეს არის უზარმაზარი სხვაობა, რაც ჩვენ გვექნება წლის ბოლოს მოლდოვასთან. მოლდოვასთვის ეს არის უმძიმესი დარტყმა, მისი ეკონომიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში, შესაბამისად, ამას სჭირდება კომპენსირება.

რაც შეეხება უკრაინას, შარშან უკრაინას ჰქონდა 30%-ზე მეტი ეკონომიკური ვარდნა და წლევანდელი პირველი კვარტალი, მეორე არ ვიცი, იყო მინუს 10%. რა თქმა უნდა, ამასაც სჭირდება კომპენსირება. როდესაც ამ თანხების გამოყოფა ხდება ევროკომისიის მხრიდან, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა. უკრაინასა და მოლდოვაში ეკონომიკურ პრობლემებს სჭირდება კომპენსირება და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის არ უნდა შეგვშურდეს“, - აღნიშნა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner