ბათუმში, ზღვაში სკუტერის დაჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაცით, მეგობრები ზღვაში სკუტერით ერთად იყვნენ შესული, როდესაც ერთ-ერთი გადმოხტა, მეორემ კი ვერ დაინახა და გადაუარა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.