უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ალტერნატიული გზების გამონახვის მიზნით, შეერთებული შტატები უკრაინის მეზობელ ქვეყნებთან და თურქეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დასავლეთი ცდილობს, მოემზადოს იმ შემთხვევისთვის, თუკი რუსეთი შავი ზღვის შეთანხმებას არ დაუბრუნდება და უკრაინიდან მარცვლეული ალტერნატიული გზებით გაიტანოს.
ერთ-ერთ მარშრუტად ვაშინგტონი მდინარე დუნაის გავლით, მარცვლეულის რუმინეთის პორტში შეტანას განიხილავს, საიდანაც ტვირთს დანიშნულების ადგილზე გადაიტანენ. გამოცემა წერს, რომ შეერთებული შტატები მარცვლეულით დატვირთული გემების დაცვის ყველა საშუალებას განიხილავს, მათ შორის სამხედროსაც.