შოვის ტერიტორიაზე დღეიდან, სამძებრო სამუშაოების ჩატარების მიზნით, მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა დაიწყება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, აქამდე მაშველებსა და სპეცტექნიკას ამის საშუალება ნიადაგის გამო არ მიეცა.
სტიქიის ეპიცენტრში, ფაქტობრივად, მთელი ტერიტორია შემოწმებულია. ბოლო ინფორმაციით, 26 ცხედარია აღმოჩენილი, მათ შორის 24 იდენტიფიცირებულია.