logo_geo
eng_logo
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
- +

17 აგვისტო. 2023. 11:49

 

 

 შპს „საქართველოს მელიორაცია“ აჭყვას   მასივს აწესრიგებს.

 

სამუშაოების ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში  ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 4 კილომეტრამდე  სიგრძის  კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება.

 

ჩატარებული სამუშაოები არხებში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, შედეგად, 30 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება. 

 

მიმდინარე  სამუშაოები   აგვისტოს ბოლოს   დასრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner