logo_geo
eng_logo
საქართველოს რკინიგზა: ქსნის ქუჩის მიმდებარედ ფერდობიდან ქვის მასის ჩამოშლის გამო, ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომისა და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა დროებით შეფერხდა
- +

17 აგვისტო. 2023. 12:15

 

 

დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე დღეს გამთენიისას ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა. მომხდარი ფაქტის შედეგად, დროებით შეფერხდა ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურების მიერ ერთი ლიანდაგი ოპერატიულად გაიწმინდა და დროულად მოხერხდა მატარებლების მოძრაობის განახლება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე მიმართულების ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები.

 

„სამუშაოების დასრულებისთანავე, უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით, მეორე ლიანდაგზეც ჩვეულ რეჟიმში განახლდება მოძრაობა. პარალელურად მიმდინარეობს ქვათაცვენის ადგილმდებარეობის დათვალიერება და შესაბამისი სპეციალისტების მიერ შესწავლა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner