logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ვადასტურებ პატივისცემას ნებისმიერი ადამიანისადმი, ვინც არამც თუ გადარჩა, არამედ გმირობა გამოიჩინა. კობახიძეს და არც მე არ გვინდოდა ვინმეს ღვაწლის დაკნინება, პატიებას ვითხოვთ, თუ ასე გამოვიდა
- +

17 აგვისტო. 2023. 14:45

 

 

ხშირად კონტექსტიდან ამოგლეჯილად ხდება ხოლმე გარკვეული ფრაზების გავრცელება. ეს ქმნის გარკვეულ არასწორ შთაბეჭდილებებსა და არასწორ ფაქტებს. ის, რაც თქვა გუშინ ირაკლი კობახიძემ, აბსოლუტურად სწორი იყო, ყველაზე მეტად ვაჟკაცურად გამოიყურებოდა და კორექტული იყო“, - ასე გამოეხმაურა მიხეილ სარჯველაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას დავით ჯელაძეის შესახებ.

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის თავმჯდომარის განცხადება დასაფასებელია და ამ განცხადებას თავადაც უერთდება.

 

არც პირველ, არც მეორე დღეს და არც არასდროს არავის ჰქონია სურვილი, რომ ვინმეს ღვაწლი, ჰეროიკული საქციელი და გმირობა რაღაცნაირად დაეკნინებინა. ეს თქვა და ყოველგვარი სპეკულაციისთვის მიზეზი მოსპო. ეს არის ძალიან დასაფასებელი და, რასაკვირველია, ამ განცხადებას ვუერთდები.

 

მინდა დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც არამც თუ გადარჩა, არამედ გმირობა გამოიჩინა. არც ირაკლის და არც მე არასდროს გვქონია განზრახვა და სურვილი, რომ ვინმე შეურაცხყოფილი დარჩენილიყო. ნამდვილად არ გვინდოდა ამით ვინმეს ღვაწლის დაკნინება. პატიებას ვითხოვთ, თუ ასე გამოვიდა და ობიექტურად ვინმეს გაუჩნდა შთაბეჭდილება, რომ ვინმეს ღვაწლი დავაკნინეთ.

 

მე ერთი ინდივიდუალური შემთხვევის შეფასება მიზნად არ მქონია. ბატონმა ჯელაძემ მართლა არნახული სიმამაცე გამოიჩინა, როდესაც მოიკიდა თავისი დისშვილი და გადაიყვანა ერთი მხრიდან მეორეზე“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

ირაკლი კობახიძე შოვში სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძეს შეხვდა. სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შეხვედრის შემდეგ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner