logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: მკითხეს, ავად ხომ არ შეიძლება გახდეს მინისტრი ვიდრე ინტერპელაციაზე გამოცხადდებაო. ესეც ააშკარავებს ოპონენტების განზრახვას, რომ უნდათ უფრო მეტად პანიკა და აჟიოტაჟი შექმნან, ვიდრე სიმართლე გაარკვიონ
- +

17 აგვისტო. 2023. 14:51

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე შოვის სტიქიასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით დაბარებას ეხმაურება.

 

ამაზე ითქვა, გაკეთდა განცხადებები, რომ დიახ, რა თქმა უნდა მინისტრი მობრძანდება და დეპუტატების კითხვებს პასუხს გასცემს. ასევე ვისმენდით ინსინუაციებს. მე მაგალითად მკითხეს, ავად ხომ არ შეიძლება გახდეს მინისტრი ვიდრე [ინტერპელაციაზე] გამოცხადდებაო, ეს მგონია, რომ უფრო შეთქმულების თეორიების დათესვის მცდელობებია და ესეც ააშკარავებს ოპონენტების განზრახვას, რომ უნდათ უფრო მეტად პანიკა და აჟიოტაჟი შექმნან, ვიდრე სიმართლე გაარკვიონ საკითხის ირგვლივ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner