logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია გომელაურის ინტერპელაციაზე: როგორიც არ უნდა იყოს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება, ეს მისაღებია, რადგან ამას ითვალისწინებს რეგლამენტი
- +

17 აგვისტო. 2023. 14:55

 

 

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ ვახტანგ გომელაურიც და სხვა მინისტრებიც დროულად, დათქმულ დროს გამოცხადდებიან და ამომწურავ პასუხებს გასცემენ ოპოზიციას თითოეული მიმართულებით. ასე შეაფასა მან „ნაცმოძრაობის“ მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარება.

 

როგორიც არ უნდა იყოს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება, ეს მისაღებია, რადგან ამას ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტი. შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რამდენად სწორად არის ფორმულირებული კითხვები, იმიტომ რომ ზოგადად ასეთი სახის არ დგება კითხვარი, თუმცა აქვს ოპოზიციას ამის უფლება და გომელაურიც და სხვა მინისტრები დროულად, დათქმულ დროს გამოცხადდებიან და ამომწურავ პასუხებს გასცემენ თითოეული მიმართულებით“, - აცხადებს ბექა ოდიშარია.

 

„ნაცმოძრაობა“ ინტერპელაციის წესით ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მისვლა მოითხოვა და ოფიციალურად მიმართა პარლამენტს კონკრეტული კითხვებით, რომლებიც შსს-ს გადაეგზავნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner