logo_geo
eng_logo
რეგიონებში შერჩეული ბავშვების ცხოვრებას ზაზა ფაჩულიას აკადემია სრულად უზრუნველყოფს
- +

6 სექტემბერი. 2016. 23:56



ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია ბავშვებს და მშობლებს უამრავ სიახლეს სთავაზობს. როგორც აკადემიის დირექტორი გიორგი ალავიძე "აიპრესთან" საუბრისას აცხადებს, აკადემიის გრანდიოზული გახსნა ზაფხულში, ზაზას საქართველოში დაბრუნების შემდეგ იგეგმება. განსაკუთრებით სასიამოვნო ცვლილებები კი რეგიონში, ნიჭიერ ბავშვებს შეეხებათ.


გრანდიოზულ გახსნასთან ერთად, აკადემია რეგიონებში სელექციას დაიწყებს. რეგიონებში შერჩეული ბავშვების ცხოვრებას კი სრულად უზრუნველყოფს ზაზა ფაჩულიას აკადემია. აკადემიის ტერიტორიაზე ამჟამად საცხოვრებელი ოთხების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.


"გრანდიოზული გახსნის შემდეგ, ანუ ზაფხულიდან, რეგიონებში ჩატარდება სელექცია და ნიჭიერ ბავშვებს აკადემია თბილისში წამოიყვანს. რეგიონებიდან ჩამოსული ბავშვები იცხოვრებენ აკადემიის ტერიტორიაზე. მათ სწავლა-განათლებას უზრუნველყოფს აკადემია. ჩვენ ყოველმხრივ შევუქმნით პირობას, რომ ბავშვები სწორად განვითარდნენ", - განაცხადა გიორგი ალავიძემ.


ვრცელ ინტერვიუს, ზაზა ფაჩულიას აკადემიის დირექტორ გიორგი ალავიძესთან "აიპრესი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner