logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: სხვათა შორის, კობახიძეს არც გარეჯი გადაუცია სხვისთვის დიდი ფულის სანაცვლოდ და... არც მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის დაულეწნია თავ-პირი 2011 წლის 26 მაისის ღამეს!
- +

17 აგვისტო. 2023. 16:19

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ერთი ამ ბიჭს რას გადაესიეთ?!

 

არა, მართლა მაინტერესებს, რა ყბად აიღეთ და რას მიესიეთ წურბელებივით?

 

გეკითხებით და მიპასიხეთ!

 

  1. თქვენი წინაპრებივით ილია ჭავჭავაძე მოკლა?

 

  1. თქვენი პაპებივით 1937-იან წლებში ნახევარი საქართველო ამოწყვიტა და გადაასახლა?

 

  1. 1991-ში ზვიად გამსახურდია გააძევა და ერთ-ერთი სოფლის ორღობეში ჩაკლა?

 

  1. მერაბ კოსტავას სკამის გადაჭრილი ფეხით დასდევდა და პალტო შემოახია?

 

  1. სანდრო გირგვლიანი ოქროყანაში აათრია, აწამა და შემდეგ ხევში გადააგდო?

 

  1. ბუტა რობაქიძე ასფალტზე დაანარცხა, ავტომატი ჩაუდო და შემდეგ შუბლში ტყვია დაახალა?

 

  1. 170 ახალგაზრდა ქუჩაში ჩაცხრილა?

 

  1. ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქა?

 

  1. გურამ შარაძე მელიქიშვილის გამზირზე გააგორა?

 

  1. სერგო თეთრაძეს ციხეში წამებით სული ამოხადა?

 

  1. ციხეში ბუნტი მოაწყო და პატიმრები ჩახოცა?

 

  1. ციხეში პატიმრებს აწამებდა და ცოცხით აუპატიურებდა?

 

  1. მოქალაქეები ღამის 3 საათზე ნოტარიუს ნუნუ ღინტურთან მიჰყავდა და ქონებას აფორმებინებდა?

 

  1. გიგი უგულავასავით ასლან აბაშიძის სამზარეულოდან ჭურჭელი მოიპარა?

 

  1. იმავე უგულავასავით ასლან აბაშიძის სარდაფიდან ძვირფასი ნივთები სახლში გაზიდა?

 

  1. იმავე უგულავასავით რიგით მოქალაქეებს მანქანებს ართმევდა და შემდეგ ამ მანქანებით ,,მარიაჟობდა"?

 

  1. იმავე უგულავასავით ბიუჯეტიდან 50 მილიონი მოიპარა და შემდეგ აღიარა?

 

  1. 2004-ში ცხინვალის მისადგომებთან მტერს ქართველი ბიჭები უაზროდ ჩაახოცინა?

 

  1. 2007-ში მშვიდობიანი მიტინგი დაარბია, საკუთარ მოსახლეობას ძვალ-რბილი გაუერთიანა და ,,იმედში'' შევარდა?

 

  1. 2008-ში 170 სოფელს ქვების გროვა უწოდა და რუსებს გადაულოცა?

 

  1. 2008-ში კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვა და რუსებს ჩააბარა?

 

  1. იმავე წელს 80-მდე სტრატეგიული ობიექტი რუსებს გადასცა?

 

  1. 2008 წლის 9 აგვისტოს დიდძალი ქონება 1 ლარად საკუთარ დედას გადაუფორმა?

 

  1. აგვისტოს ომთან დაკავშირებით უნიჭო ფილმში 20 მილიონი დოლარი გადაიხადა?

 

  1. იმავე წელს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მოღალატურ რეზოლუციაზე ხელი მოაწერა და დაამტკიცა, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს?

 

  1. 2008 წლის 12 აგვისტოს რუსთაველზე დიდი ზეიმი გამართა და მოსახლეობას გამოუცხადა, ომი მოვიგეთო?

 

  1. იმავე დღეებში, ცხინვალის ქუჩებში ქართველი ჯარისკაცების ცხედრები დაყარა?

 

  1. იმავე დღეებში გორიდან მოტოციკლეტის ხმაზე ფორთხვით გამოიქცა და ცხვირით მინდორ-ველები გადახნა?

 

  1. შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა მიატოვა და უკრაინაში გაიქცა?

 

  1. უკრაინაში ერთ-ერთი სასტუმროს ჭერიდან ჭიტლაყისკვრით ჩამოათრიეს და ქვეყნიდან გააძევეს?

 

  1. იმავე ქვეყანაში პოლონეთის მხრიდან დაუკითხავად შეჯლიგინდა?

 

  1. იმავე ქვეყანაში მოქალაქეობა ჩამოართვეს?

 

  1. წლების შემდეგ საქართველოში არაჟნის კონტეინერით შემოიპარა?

 

  1. დაპატიმრების შემდეგ ტრაწად დაიღვარა?

 

  1. ამხელა კაცი, დედა მინდაო, იძახის?

 

  1. უკვე მეორე წელიწადია, აფერისტობს და უცხოეთში გაპარვას ცდილობს?

 

  1. საქართველოში ომის გასაჩაღებლად შემოეთესლა?

 

  1. დედამისმა საქართველოს დასანქცირებისთვის მილიონები გადაიხადა?

 

  1. დედამისმა ყველა სახელგატეხილი ე.წ. ექიმი მოისყიდა?

 

  1. დედამისმა ყველა სახელგატეხილი და ბომჟი ევროპარლამენტარი მოისყიდა?

 

  1. დედამისმა ყველა სახელგატეხილი უცხოური გამოცემა მოისყიდა?

 

ჰა, რა ვქნა, კიდევ გავაგრძელო?

 

რა აზრი აქვს... განა ეს ცოტაა?

 

აბა, რას მეტყვით, 41 დანაშაულიდან ირაკლი კობახიძეს არც ერთი არ ჩაუდენია, ხო?

 

მაშ, რა ჩემი ფეხები გინდათ, რას გადაეკიდეთ?

 

აააა... დავალება გაქვთ ასეთი? მესიჯბოქსს რომ ეძახიან, ეგა?

 

მოგიტ@ანთ მესიჯბოქსიც და აზროვნებაც!

 

არა, მაინც რა დააშავა ამ ბიჭმა?

 

უი!

 

ვინმე ჯელაძის გმირობაში შეიტანა ოდნავი ეჭვი და ,,ამიზა'' გადაირიეთ?

 

რაც ჩამოვთვალე, ის არ გაწუხებთ და ამ ეჭვმა გამოგიღრღნათ გულ-მუცელი? ამან გაგაღიზიანათ? ამიტომ არის კობახიძე მოღალატე და სამშობლოს გამყიდველი?

 

მერე?

 

თქვენ რა იცით, რა არი სამშობლო?

 

გარეჯი გვეკუთვნის, მაგრამ არ გვეკუთვნისო - იძახით, რა სამშობლო?

 

ან კი გმირობა ეგრე მოდის, თქვენი დაკვეთით?!

 

ჰო, სხვათა შორის, კობახიძეს არც გარეჯი გადაუცია სხვისთვის დიდი ფულის სანაცვლოდ და... არც მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის დაულეწნია თავ-პირი 2011 წლის 26 მაისის ღამეს!

 

არც ძუძუები მოუჭამნია ქალებისთვის!

 

არც გოგო-ბიჭებს აკეთებს ყოველ ორღობეში!

 

არც ცოლებს იცვლის ამინდის მიხედვით!

 

განა ასე არ არის, ბატონო კუკური?!” - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner