2023 წლის ივლისის მონაცემებით, რუსეთიდან იაპონიაში მარცვლეულის იმპორტი, წინა წლის ივლისის მაჩვენებლებთან შედარებით, 5680%-ით გაიზარდა. შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს იაპონიის ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს.
ამასთანავე, 35,3%-ით შემცირდა თევზის იმპორტი, 30%-ით კი ბოსტნეულის იმპორტი.
რაც შეეხება რუსულ თხევად ბუნებრივ აირს, მისი იმპორტის მაჩვენებელი 53,6%-ით შემცირდა. ქვანახშირის იმპორტი შემცირებულია 72,9%-ით, ხოლო ფერადი ლითონების - 69,5%-ით.
საერთო ჯამში, რუსეთიდან იაპონიაში იმპორტის მოცულობა 69,6%-ით შემცირდა და 367,31 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იაპონიიდან რუსეთში ექსპორტს, ეს მაჩვენებელი 2023 წლის ივლისში, წინა წლის ივლისთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა და 347,85 მილიონი დოლარი შეადგინა.