logo_geo
eng_logo
ლაშა ჟვანია: ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. მუდმივად ზრდა გვაქვს ყველა მიმართულებით, მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს რეგიონული თვალსაზრისით
- +

17 აგვისტო. 2023. 19:52

 


ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. მუდმივად ზრდა გვაქვს ყველა მიმართულებით, მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს რეგიონული თვალსაზრისით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იზრდება და ჩვენ 2024 წლიდან უკვე მივაღწიეთ იმას, რომ დავიწყებთ მოლაპარაკებას თავისუფალ ვაჭრობაზე, რაც ინვესტიციებს გაზრდის ისრაელიდან საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ისრაელში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო განვითარდება.

ტურიზმი, ყველამ იცით, რომ არის ერთ-ერთ მწვერვალზე, პიკზე და კიდევ უფრო მეტ ისრაელელ სტუმარს ველოდებით საქართველოში, მომავალში. რეგიონულ ჭრილში ისრაელი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა არის და ჩვენც ვართ სანდრო პარტნიორი ისრაელისთვის, ამიტომ პლატფორმა იმისთვის, რომ მჭიდრო გახდეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უკვე აშენებულია, მყარი საფუძველი აქვს და მომავალში იდევ უფრო განვითარდება,“- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner