„მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი გასულ კვირას დაიხურა სატვირთო მატარებლის 16 ვაგონის რელსებიდან გადასვლის გამო, რამაც დაახლოებით 5 მილის სიგრძის სარკინიგზო ხაზი დააზიანა“, - ნათქვამია შვეიცარიის სარკინიგზო სააგენტოს(SBB-ის) განცხადებაში. ამის შესახებ CNN წერს.
საუბარია შვეიცარიის ალპებში მდებარე, მსოფლიოში ყველაზე გრძელ და ღრმა გოტარდის გვირაბზე, სადაც მომდევნო რამდენიმე თვე მიმოსვლა შეზღუდულად განხორციელდება.
SBB-მ განაცხადა, რომ გვირაბი ნაწილობრივ 23 აგვისტოს გაიხსნება, თუმცა მგზავრობა 1-2 საათით გახანგრძლივდება.
ცნობისთვის, 2016 წელს გოტარდის გვირაბი, 17 წლიანი მშენებლობის შემდეგ გაიხსნა. ის ჩრდილოეთ და სამხრეთ ევროპას შორის, მნიშვნელოვან სარკინიგზო კავშირს წარმოადგენს. ასევე პოპულარული ადგილია რკინიგზის მოყვარულთათვის, რომელთაც მსოფლიოში ყველაზე გრძელი და ღრმა გვირაბის გავლა სურთ.