„ვალენსიას“ მწვრთნელმა რუბენ ბარახამ „ლას პალმასთან“ ლა ლიგის მეორე ტურის მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე მოახლოებულ თამაშზე, გუნდის მიზნებსა და გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.
„შეიძლება თუ არა ფანები აღფრთოვანებული იყვნენ „სევილიასთან“ გასვლაზე გამარჯვების შემდეგ? ამას ვერ შევაფასებ, რადგან ჯერ მხოლოდ ერთი თამაში გვქონდა. „ვალენსიამ“ პირველ ტურში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, არა მხოლოდ შედეგის, არამედ იმის გამოც, თუ რა გააკეთეს წინა სეზონში.
შემდეგი მატჩი „ლას პალმასთან“ გვაქვს, რომელიც ძალიან რთული იქნება. ეს არის მეტოქე, რომელიც საქმეს ძალიან გაგვირთულებს. ისინი ძალიან კარგად არიან შეთამაშებულები, ბურთის კონტროლიც ეხერხებათ, მაგრამ ჩვენ წარმატებული სტარტის შემდეგ ასეთივე გაგრძელება გვსურს.
მამარდაშვილის პრობლემები აქვს ფეხით თამაის დროს? ჩვენ ვმუშაობთ, რადგან გიორგი ახალგაზრდა მეკარეა, რომელსაც გარკვეული კომპონენტების გაუმჯობესება სჭირდება. ის შესანიშნავ პირობებშია და იზრდება. ჯერ კიდევ არ ვიცით რა არის მისი „ჭერი“. ჩვენთვის გიორგი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის სტაბილურად თამაშობს და „ვალენსიასთვის“ ეს ყველაზე კარგი ამბავია“, – ამბობს რუბენ ბარახა.
„ვალენსია“ ლა ლიგის მეორე ტურში „ლას პალმასს“ საკუთარ სტადიონზე მიიღებს. შეხვედრა 18 აგვისტოს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.