logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მრავალმხრივი შემოქმედი - უნიჭიერესი ქართველი მსახიობი, რეჟისორი, მწერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი გოგი ხარაბაძე გამოაკლდა ჩვენს რიგებს
- +

18 აგვისტო. 2023. 00:17

 

 

თბილისის მერი კახა კალაძე გოგი ხარაბაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამისი განცხადება კალაძემ Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

 

„მრავალმხრივი შემოქმედი - უნიჭიერესი ქართველი მსახიობი, რეჟისორი, მწერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი გოგი ხარაბაძე გამოაკლდა ჩვენს რიგებს.

 

თეატრსა და კინოში შესრულებული გენიალური როლების გარდა, გოგი ხარაბაძე 6 წიგნისა და 120 აუდიოდისკის ავტორია.

 

მთელი გულით ვიზიარებ გოგი ხარაბაძის ოჯახის წევრების, კოლეგების, ქართული კინოსა და თეატრალური საზოგადოების დიდ გულისტკივილს“, - წერს კახა კალაძე.

 

მსახიობი და რეჟისორი გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner