56 წლის, წარმოშობით კანადელ პასკალ ფერიერს, აშშ-ში 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 9 ადამიანისთვის, მათ შორის დონალდ ტრამპისთვის, რიცინის შხამით სავსე წერილების გაგზავნისთვის, როდესაც ის პრეზიდენტი იყო. ამის შესახებ BBC წერს.
ქალი 2020 წლის სექტემბერში, თეთრ სახლში შხამიანი კონვერტით ხელში დააკავეს. მან დანაშაული აღიარა. ამასთან ფერიერმა სასამართლოს განუცხადა, რომ ნანობდა იმას, რომ მისი გეგმა ჩაიშალა და რომ „ტრამპი ვერ შეაჩერა".
სასამართლოსადმი გრძელვადიანი მიმართვისას მან ასევე თქვა, რომ თავს აქტივისტად თვლიდა და არა ტერორისტად.
FBI-მ მისი თითის ანაბეჭდები ტრამპისადმი მიწერილ წერილზე აღმოაჩინა, რომელშიც ის ტრამპს მოუწოდებდა, რომ საპრეზიდენტო მარათონიდან გამოსულიყო.
„მე ვიპოვე თქვენთვის ახალი სახელი: „მახინჯი ტირანი კლოუნი", - წერდა იგი წერილში.
ფერიერმა აღიარა, რომ მსგავსი შხამიანი წერილები ტეხასის 8 სამართალდამცავ პირსაც გაუგზავნა.
ასევე თქვა, რომ რიცინის შხამს კვებეკში, საკუთარ სახლში ამზადებდა. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, დოზიდან გამომდინარე, მას 36-დან 72 საათამდე პერიოდში შეეძლო სიკვდილი გამოეწვია.
დაკავებული ქალი წარსულში ასევე 2-ჯერ იყო ნასამართლევი იარაღის უკანონო ტარებასა და მანქანის, მართვის მოწმობის გარეშე მართვისთვის. რაიონულმა მოსამართლოს გადაწყვეტილებით, ქალს აშშ-ში 22 წლაინი სასჯელის მოხდის შემდეგ დაარეპორტებენ.