logo_geo
eng_logo
ტყის მასშტაბური ხანძრის გამო, ტენერიფეზე დაახლოებით 4 500 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო
- +

18 აგვისტო. 2023. 01:07

 

 

ტყის მასშტაბური ხანძრის გამო, ტენერიფეზე დაახლოებით 4 500 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

„ეს არის ყველაზე რთული ხანძარი, რაც ჩვენ გვქონდა კანარის კუნძულებზე ბოლო 40 წლის განმავლობაში“, - განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა, ფერნანდო კლავიხომ პრესკონფერენციაზე.

 

ხანძარმა, რომელიც ოთხშაბათს გაჩნდა, სულ მცირე 2 600 ჰექტარი მიწა გაანადგურა.

 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხანძრის გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი ევაკუაცია მოსახლეობას ურჩია, თვალყური ადევნონ საჯარო სამსახურის გაფრთხილებებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner