დიდი ბრიტანეთი უკრაინას 114 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისათვის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდების თაობაზე სამ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ამ შეთანხმებების წყალობით, უკრაინა შეძლებს გაზარდოს დრონების ფლოტი ფრონტზე. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიღებენ CORTEX Typhon-ის სისტემას.