logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: ზუსტად ირაკლი კობახიძე იყო ის კაცი, რომელმაც ამხილა ბესელიების ოჯახი კორუფციაში, რასაც ადგილი ჰქონდა ფოთში
- +

18 აგვისტო. 2023. 11:38

 

 

„იმ „გადაჩურჩულებაში“ ფოთის ამბები ხომ არ გაახსენა ირაკლიმ? და თუ ასე იყო, ასეთი ავტორიტეტი ჰქონდა ივანიშვილთან, ხმაურით რატომ გამოუშვეს ის და კობახიძე რატომ დატოვეს?“ - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა.

 

ექსპერტის თქმით, სწორედ ირაკლი კობახიძე  იყო ის კაცი, რომელმაც ამხილა ბესელიების ოჯახი კორუფციაში.

 

„ყველაზე ცუდი თვისება, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, ურემი რომ გადაბრუნდება, მაშინ რომ იწყებს ტყუილ-მართალის გაჟღერებას. იმ „გადაჩურჩულებაში“ ფოთის ამბები ხომ არ გაახსენა ირაკლიმ? და თუ ასე იყო, ასეთი ავტორიტეტი ჰქონდა ივანიშვილთან, ხმაურით რატომ გამოუშვეს ის და კობახიძე რატომ დატოვეს?

 

აქ მარტივად არის საქმე, ზუსტად ირაკლი იყო ის კაცი, რომელმაც ამხილა ბესელიების ოჯახი კორუფციაში, რასაც ადგილი ჰქონდა ფოთში და ასეთ შემთხვევაში ბოდიშებს არ იხდიან“, - წერს ნინო ფოჩხუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner