logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: გიორგი ანწუხელიძის სახელი ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილად, თავისუფლებისა და ღირსების სიმბოლოდ იქცა
- +

18 აგვისტო. 2023. 12:02

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილო ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს გიორგი ანწუხელიძის გმირობა მუდამ იქნება ღირსებისა და თავდადების მაგალითი.

 

„გიორგი ანწუხელიძის სახელი ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილად, თავისუფლებისა და ღირსების სიმბოლოდ იქცა.

 

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. საქართველო ერთდროულად გლოვობს და ზეიმობს ამ დღეს, რადგან ის   გვამწუხრებს და  გვავსებს იმედით, რომ კიდევაც დაიზრდებიან სამშობლოს სიყვარულით გულანთებული თაობები, ვისთვისაც ანწუხელიძის გმირობა მუდამ იქნება ღირსებისა და თავდადების მაგალითი“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner