logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი ეკა ბესელიაზე: როგორც ადგილობრივები ამბობდნენ, ფოთში მას მეტსახელად „მეწილე“ შეარქვეს, რადგან თითქმის ყველა მსხვილი ბიზნეს საქმიანობის წილში იყო
- +

18 აგვისტო. 2023. 12:17

 

 

„ეკა ბესელიამ „მთავარი არხის“ ეთერში საუბრისას თავმომწონედ დაახლოებით ასეთი შინაარსის ტექსტი თქვა -  ირაკლი კობახიძეს, მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბოდიში ივანიშვილმა ძალით მოახდევინა ჩემთვისო“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მისი განცხადებით, გაუგებარია, რატომ ჰქონდა ირაკლი კობახიძეს ბოდიში მოსახდელი ეკა ბესელიასთვის. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, სწორედ ირაკლი კობახიძემ ამხილა სხვადასხვა უკანონო საქმიანობაში ბესელია, რის გამოც მას პარტიის დატოვება მოუხდა.

 

„ეკა ბესელიამ „მთავარი არხის“ ეთერში საუბრისას თავმომწონედ დაახლოებით ასეთი შინაარსის ტექსტი თქვა -  ირაკლი კობახიძეს, მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბოდიში ივანიშვილმა ძალით მოახდევინა ჩემთვისო.

 

ირაკლი კობახიძეს რაზე ჰქონდა მასთან ბოდიში მოსახდელი, ამას ვერ აკონკრეტებს. ვერ გავიგე, რა მაკადრაო, ამბობს, მაგრამ  ამტკიცებს, ბოდიში მოსახდელი ჰქონდაო!

 

კარგით, ამას თავი რომ დავანებოთ, გამოდის, რომ მისი აღიარებით თავად მას, ეკა ბესელიას და სახელისუფლებო გუნდის სხვა წევრებს ბიძინა ივანიშვილი ყურით დაათრევდა და ასეთ ყურაწეულ მმართველობაში თავად ეკა ბესელიამ სახელისუფლებო გუნდთან ერთად არაერთი წელი უპრობლემოდ გაატარა.

 

მეტიც, ყველა პრივილეგია საკუთარ თავზე მოირგო და ფოთში გავლენიან საქმის მომგვარებლად იქცა.

 

როგორც ადგილობრივები ამბობდნენ ქალაქ ფოთში მას მეტსახელად „მეწილე“ შეარქვეს, რადგან თითქმის ყველა მსხვილი ბიზნეს საქმიანობის წილში იყო (მაგალითად პორტის წილში იჯდა).

 

თვითმხილველი,  რომელიც  ქ. ფოთის მკვიდრია  და პორტში მუშაობდა, დღესაც იხსენებს, როგორ შეხვდა ეკა ბესელია მაშინდელ ქალაქის მერს პორტში, როგორ მოსთხოვა მას ფული და მას შემდეგ, რაც მერმა უპასუხა - მე ეგ ფული ქალაქს მოვახმარეო, ეკა ბესელია თითის ქნევით ჩაჯდა მანქანაში და პორტის ტერიტორია გაბრაზებულმა დატოვა.

 

ასევე, ამბობენ, რომ შეკრული იყო რამდენიმე მოსამართლესთან და დანაშაულებრივ საქმეებს მოგების პერსპექტივით სარფიან ფასად ყიდდა.

 

კიდევ ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ აქ აღარ დავწვრილმანდები, უბრალოდ ერთს ვიტყვი - ფაქტია, ეს ქალბატონი სხვის თვალში ბეწვს, საკუთარში კი დირეს ვერ ხედავს და მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ ის ზემოთჩამოთვლილ უკანონო საქმიანობებში ამხილა და პარტიის დატოვება აიძულა, ირაკლი კობახიძე მისთვის ყველაზე მართალ, მაგრამ საძულველ ადამიანად იქცა“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner