„ეკა ბესელია „მთავარში“ მიიწვიეს არა იმიტომ, რომ იურიდიულ საკითხებზე ესაუბრა, არა იმიტომ, რომ ქვეყნის განვითარებაზე, პერსპექტივებზე ემსჯელა, არამედ იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძეზე რაღაც სისულელეები ეთქვა“, - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე.
გაბრიჭიძის თქმით, ქართულ ოპო-პოლიტიკაში არიან ასეთი ხალხი, ვინც ტვ-ებში მხოლოდ სულელური ჭორაობისთვის დაჰყავთ.
მისივე თქმით, ყველას კარგად გვახსოვს ბესელიას „პოლიტიკური მოღვაწეობა“, ის კვალი, რაც მან თავის სამაჟორიტარო ოლქებს დაამჩნია.
„ძაალიან მაგარია, როცა ხალხი, ვისაც ფილმი „ფეოლაც“ არა აქვს ნანახი, დიიიდ პოლიტიკოსად თვლის თავს.
ეკა ბესელია „მთავარში“ მიიწვიეს არა იმიტომ, რომ იურიდიულ საკითხებზე ესაუბრა, არა იმიტომ, რომ ქვეყნის განვითარებაზე, პერსპექტივებზე ემსჯელა, არამედ იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძეზე რაღაც სისულელეები ეთქვა.
სხვათა შორის, ქართულ ოპო-პოლიტიკაში არიან ასეთი ხალხი, ვინც ტვ-ებში მხოლოდ სულელური ჭორაობისთვის დაჰყავთ. მათ ალბათ იციან ეს და კი არ „უტყდებათ“, პირიქით - მოუთმენლად ელიან კრიტიკულ დღეში მყოფი მედიის პროძიუსერების ზარებს.
არადა ყველას კარგად გვახსოვს ბესელიას „პოლიტიკური მოღვაწეობა“, ის კვალი, რაც მან თავის სამაჟორიტარო ოლქებს დაამჩნია.
არადა, იმ ფილმში რა ზუსტად ამბობს ფეოლა: წააგებ — წადი, მოშორდი, დაისვენე სახლში“, - წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.