logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია ეკა ბესელიაზე: მახსოვს, როდესაც ფოთში იყო, ტრაილერის მძღოლიც კი იხდიდა წილს - რათა მძღოლად ემუშავა. თუ კი რაიმე არსებობდა ფოთში, ყველაფრიდან იღებდა წილს
- +

18 აგვისტო. 2023. 12:27

 

 

„ხო მაგრამ, მაშინ ეს ქალი „ოცნებაში“ არ იყო? და მაშინ კბილებით არ იცავდა ყველას? თუ მაშინ, უბრალოდ „ვიგოდა“ იყო და დანარჩენი ფეხებზე არ ეკიდა? ისე, ცოტა მეცინება რა - ბესელია საუბრობს მორალზე“, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია ეკა ბესელიას მიერ „მთავარი არხის“ ეთერში გაკეთებული განცხადების შესახებ, რომელმაც განაცხადა „ივანიშვილმა უთხრა, ბოდიში მოუხადე ეკას, თორემ თანამდებობიდან გადაგაყენებო... ხელით მოათრიეს ბოდიშის მოსახდელად... ასე მოიხადა გუშინაც ბოდიში“.

 

როგორც ლატარია აღნიშნავს, ეკა ბესელია რასაც „მთავარი არხის“ ეთერში საუბრობს, არის სრული სიცრუე, რადგან ირაკლი კობახიძემ მისი ინტერესები არ გაატარა და მოუგო. 

 

„ხო მაგრამ, მაშინ ეს ქალი „ოცნებაში“ არ იყო? და მაშინ კბილებით არ იცავდა ყველას? თუ მაშინ, უბრალოდ „ვიგოდა“ იყო და დანარჩენი ფეხებზე არ ეკიდა? ისე, ცოტა მეცინება რა - ბესელია საუბრობს მორალზე, მაგრამ ეს მე ნაკლებად მაინტერესებს, მე უფრო სხვა რაღაცები მახსოვს ძალიან კარგად... მახსოვს, ბესელია როდესაც ფოთში იყო, ტრაილერის მძღოლიც კი იხდიდა წილს - რათა მძღოლად ემუშავა. თუკი რაიმე არსებობდა ფოთში, ყველაფრიდან ეს ქალი იღებდა წილს და თან იმდენად ღიად, რომ ვერაფრით ვხვდებოდი, რატომ არავინ სჯიდა მას. შემდეგ კი, გვახსოვს საკრებულოს თავმჯდომარის კორუფციული გარიგებები და მისი დაჭერები და ა.შ.. მოკლედ, ქალბატონო ეკა - მაშინ რომ მოგწონდათ და ახლა ვითომ დასცინით, მაგას ობიექტურობა კი არა - გამორჩენა ჰქვია, თან დარწმუნებული ვარ, რასაც თქვენ საუბრობთ, არის სრული სიცრუე და რადგან კობახიძემ თქვენი ინტერესები ბოლომდე ჩაკლა და მოგიგოთ, ახლა რაღა დაგრჩენიათ? ენას ხომ ძვალი არა აქვს??!!!“ - წერს ლატარია facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner