„Global Finance“-მა „საქართველოს ბანკის“ მობილბანკი საუკეთესოდ დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
-
+
18 აგვისტო. 2023. 13:11
საერთაშორისო გამოცემა „Global Finance“-მა მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს შორის „საქართველოს ბანკის“ მობილბანკი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, საუკეთესოდ დაასახელა.
გამარჯვებული ბანკები შეირჩა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე;
- ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო სპექტრი;
- ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის;
- აპლიკაციების დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა.
„ხელოვნური ინტელექტისა და მანქანათმცოდნეობის სწრაფ წინსვლასთან ერთად, საუკეთესო ციფრული შეთავაზებების სტანდარტები მუდმივად ვითარდება. Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოებს იმსახურებენ ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც გზას უხსნის დიჯიტალიზაციას“, - განაცხადა ჯოზეფ ჯარაპუტომ, „Global Finance“-ის დამფუძნებელმა და სარედაქციო ხელმძღვანელმა.
აღსანიშნავია, რომ რჩეული ფინანსური ინსტიტუტები Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრების მიერ გამოვლინდნენ.
„საქართველოს ბანკი“ 2023 წლის საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტად ქვეყნის მასშტაბით 12 ნომინაციაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კი - 8 კატეგორიაში დასახელდა.
ქვეყნის მასშტაბით, „საქართველოს ბანკმა“ აღიარება მოიპოვა შემდეგ კატეგორიებში:
- საუკეთესო ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის;
- საუკეთესო მობილბანკი;
- საუკეთესო ბიზნეს მობილბანკი;
- საუკეთესო ინოვაცია და ტრანსფორმაცია მომხმარებლებისთვის;
- საუკეთესო ბიზნეს ინოვაცია და ტრანსფორმაცია;
- საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის;
- საუკეთესო ციფრული პროდუქტების შეთავაზებები მომხმარებლებისთვის;
- საუკეთესო ბანკი მომხმარებლებისთვის გადახდებისა და ციფრული ტრანზაქციების მიმართულებით;
- საუკეთესო ბანკი UX დიზაინის მიმართულებით;
- საუკეთესო ბანკო სამომხმარებლო დაკრედიტების მიმართულებით;
- საუკეთესო ბანკი ვაჭრობის დაფინანსების სერვისებისთვის;
- საუკეთესო ღია ბანკინგის API სერვისები საქართველოში.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კი „საქართველოს ბანკი“ 2023 წლის გამარჯვებული შემდეგ ქვე-კატეგორიებში გახდა:
- საუკეთესო მობილბანკი;
- საუკეთესო ბიზნეს მობილბანკი;
- საუკეთესო ინოვაცია და ტრანსფორმაცია მომხმარებლებისთვის;
- საუკეთესო ბიზნეს ინოვაცია და ტრანსფორმაცია;
- საუკეთესო ბანკი სამომხმარებლო დაკრედიტების მიმართულებით;
- საუკეთესო ბანკი ვაჭრობის დაფინანსებაში;
- საუკეთესო ბანკი მომხმარებლებისთვის გადახდებისა და ციფრული ტრანზაქციების მიმართულებით;
- საუკეთესო ციფრული პროდუქტების შეთავაზებები მომხმარებლებისთვის.