logo_geo
eng_logo
„Global Finance“-მა „საქართველოს ბანკის“ მობილბანკი საუკეთესოდ დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- +

18 აგვისტო. 2023. 13:11

 

 

საერთაშორისო გამოცემა „Global Finance“-მა მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს  შორის „საქართველოს ბანკის“ მობილბანკი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, საუკეთესოდ დაასახელა.

 

გამარჯვებული ბანკები შეირჩა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

 

  • ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე;
  • ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო სპექტრი;
  • ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის;
  • აპლიკაციების დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა.

 

„ხელოვნური ინტელექტისა და მანქანათმცოდნეობის სწრაფ წინსვლასთან ერთად, საუკეთესო ციფრული შეთავაზებების სტანდარტები მუდმივად ვითარდება. Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოებს იმსახურებენ ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც გზას უხსნის დიჯიტალიზაციას“, - განაცხადა ჯოზეფ ჯარაპუტომ, „Global Finance“-ის დამფუძნებელმა და სარედაქციო ხელმძღვანელმა.

 

აღსანიშნავია, რომ რჩეული ფინანსური ინსტიტუტები Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრების მიერ გამოვლინდნენ. 

 

„საქართველოს ბანკი“ 2023 წლის საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტად ქვეყნის მასშტაბით 12 ნომინაციაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კი - 8 კატეგორიაში დასახელდა.

 

ქვეყნის მასშტაბით, „საქართველოს ბანკმა“ აღიარება მოიპოვა შემდეგ კატეგორიებში:

 

  • საუკეთესო ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის;
  • საუკეთესო მობილბანკი;
  • საუკეთესო ბიზნეს მობილბანკი;
  • საუკეთესო ინოვაცია და ტრანსფორმაცია მომხმარებლებისთვის;
  • საუკეთესო ბიზნეს ინოვაცია და ტრანსფორმაცია;
  • საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის;
  • საუკეთესო ციფრული პროდუქტების შეთავაზებები მომხმარებლებისთვის;
  • საუკეთესო ბანკი მომხმარებლებისთვის გადახდებისა და ციფრული ტრანზაქციების მიმართულებით;
  • საუკეთესო ბანკი UX დიზაინის მიმართულებით;
  • საუკეთესო ბანკო სამომხმარებლო დაკრედიტების მიმართულებით;
  • საუკეთესო ბანკი ვაჭრობის დაფინანსების სერვისებისთვის;
  • საუკეთესო ღია ბანკინგის API სერვისები საქართველოში.

 

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კი „საქართველოს ბანკი“ 2023 წლის გამარჯვებული შემდეგ ქვე-კატეგორიებში გახდა:

 

  • საუკეთესო მობილბანკი;
  • საუკეთესო ბიზნეს მობილბანკი;
  • საუკეთესო ინოვაცია და ტრანსფორმაცია მომხმარებლებისთვის;
  • საუკეთესო ბიზნეს ინოვაცია და ტრანსფორმაცია;
  • საუკეთესო ბანკი სამომხმარებლო დაკრედიტების მიმართულებით;
  • საუკეთესო ბანკი ვაჭრობის დაფინანსებაში;
  • საუკეთესო ბანკი მომხმარებლებისთვის გადახდებისა და ციფრული ტრანზაქციების მიმართულებით;
  • საუკეთესო ციფრული პროდუქტების შეთავაზებები მომხმარებლებისთვის.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner