logo_geo
eng_logo
ავსტრიის ექს-კანცლერს კორუფციის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
- +

18 აგვისტო. 2023. 16:36

 

 

ავსტრიის ყოფილ კანცლერს, სებასტიან კურცს კორუფციის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

 

ავსტრიის იუსტიციის სამინისტროს გამომძიებლების თქმით, კურცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

თავად ყოფილი კანცლერი მის მიმართ ბრალდებებს უარყოფს.

 

„ბრალდებები მცდარია და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ სიმართლე საბოლოოდ გამოვლინდება და ბრალდებები სასამართლოში უსაფუძვლო აღმოჩნდება“, – წერს კურცი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

 

პროკურორებმა ბრალდებების გამოძიება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს, როდესაც კურცი კანცლერის თანამდებობას იკავებდა.

 

 „იბიცაგეითის“ სახელით ცნობილი სკანდალის შემდეგ, ივნისში კურცს ახალი ბრალდებები წაუყენეს, რომლებიც დაკავშირებულია არჩევნებისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის დროს საჯარო სახსრების გამოყენებასთან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner