„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეს ეხმაურება. ხუნდაძის თქმით, საქართველოს ისტორია ასეთ გმირებზე, შეუპოვარ, სულით გაუტეხელ და მამაც მებრძოლებზე დგას.
„დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ჩვენი ქვეყნის ისტორია მუდამ ასეთ გმირებზე დგას, შეუპოვარ, სულით გაუტეხელ და მამაც მებრძოლებზე.
ჩვენი მიზანია, აღარასდროს დაგვჭირდეს ასეთი გმირების ისტორია, რათა მშვიდობით შევძლოთ საქართველოს გადარჩენა, მაგრამ თუ მაინც ამის საჭიროება დადგება ოდესმე, ვიცით, რომ გიორგი ანწუხელიძისნაირი გმირები ბევრი ეყოლება სამშობლოს. მათ სიცოცხლე გაწირეს საქართველოს ერთიანობისთვის და ეს ბრძოლა ჩვენ უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. ქედს ვიხრი გიორგი ანწუხელიძის სულის წინაშე! დიდება სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს!“ - წერს ხუნდაძე.