ეს ყველაფერი მოიტანა მშვიდობამ ქვეყანაში - სადაც არის მშვიდობა, იქ ვითარდება ბიზნესი, - ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა უმუშევრობის დონესთან დაკავშირებით „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.
„ტურიზმის განვითარებასთან ერთად თანმდევია მომსახურების სფეროს განვითარება, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესების განვითარება - აქ იქმნება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი. ეს არის ჯაჭვი. ეს ყველაფერი მოიტანა მშვიდობამ ქვეყანაში - სადაც არის მშვიდობა, იქ ვითარდება ბიზნესი“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.7 პროცენტი შეადგინა.