გააძვირეს თუ არა აფთიაქებმა ონკოლოგიური მედიკამენტები ხელოვნურად და როგორ აიხსნება კონკრეტული წამლების დეფიციტი - კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარსაც იკვლევს.
მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფოს ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი აქვს დადგენილი, რომელზე მაღალ ფასადაც მათი რეალიზაცია აკრძალულია.
მონიტორინგი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.