18 აგვისტოს ქ.მარტვილში, გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, მარინე ლაგვილავა-სულაბერიძის პერსონალური გამოფენა გაიმართა (ნაქარგები და ხელნაკეთი აქსესუარები).
გამოფენა 18 აგვისტოს 15:00 სთ-ზე გაიხსნა და გაგრძელდება 19 აგვისტოს 12:00 სთ-დან 18 სთ-მდე.
გამოფენას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია,მერის მოადგილე გივი ელიავა,საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ელდარ თოდუა დაესწრნენ.