logo_geo
eng_logo
გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი გოლი გაიტანა
- +

19 აგვისტო. 2023. 10:15

 

 

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი გოლი გაიტანა.

 

მიქაუტაძის „მეცი“ „მარსელს“ მასპინძლობდა. პირველი ტაიმი სტუმართა მინიმალური უპირატესობით დასრულდა, მეორე ტაიმში კი „მეცი“ კაცნაკლული დარჩა. თუმცა მიუხედავად ამისა 6 წუთში ორი გოლის გატანა შეძლო. მათგან ერთი 71-ე წუთზე სწორედ მიქაუტაძემ გაიტანა.

 

რიცხობრივი უპირატესობის მქონე „მარსელმა“ 82-ე წუთზე წონასწორობის აღდგენა შეძლო და საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner