საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი გოლი გაიტანა.
მიქაუტაძის „მეცი“ „მარსელს“ მასპინძლობდა. პირველი ტაიმი სტუმართა მინიმალური უპირატესობით დასრულდა, მეორე ტაიმში კი „მეცი“ კაცნაკლული დარჩა. თუმცა მიუხედავად ამისა 6 წუთში ორი გოლის გატანა შეძლო. მათგან ერთი 71-ე წუთზე სწორედ მიქაუტაძემ გაიტანა.
რიცხობრივი უპირატესობის მქონე „მარსელმა“ 82-ე წუთზე წონასწორობის აღდგენა შეძლო და საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირა.