logo_geo
eng_logo
დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები აშშ-ს დაუპირისპირდება
- +

19 აგვისტო. 2023. 10:18

 

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს აშშ-ს დაუპირისპირდება. მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე ბოლო საშინაო თამაშისთვის ლევან მაისაშვილმა შემადგენლობა დაასახელა. რუმინეთის მატჩისგან განსხვავებით, მწვრთნელებმა რამდენიმე ცვლილება განახორციელეს.

 

აღსანიშნავია, რომ პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრებს დავით ნინიაშვილი, ბექა გიგაშვილი და გიორგი კვესელაძე უბრუნდებიან – ისინი 19 აგვისტოს შეხვედრას სასტრატო შემადგენლობაში დაიწყებენ.

 

საქართველოსა და აშშ-ის მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

 

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა. 9 ვასილ ლობჟანიძე.

 

შერკინება: 1. ნიკა აბუალაძე. 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

 

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გურამ პაპიძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. ოთარ გიორგაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. დემე თაფლაძე, 23. მირიან მოდებაძე

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner