დღეს სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმას, ელჭექსა და სეტყვას ელოდებიან.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე კი წყალმოვარდნები.