logo_geo
eng_logo
პოლონური მედია: თუ ვარშავა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვას ძალაში დატოვებს, ევროკომისია ამას კანონმდებლობის დარღვევად ჩათვლის, რისთვისაც პოლონეთს შესაძლოა ჯარიმები დაეკისროს
- +

19 აგვისტო. 2023. 16:22

 

 

ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა არ ემხრობა 15 სექტემბრის შემდეგ უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

 

რადიოსადგურ RMF FM-ის ინფორმაციით, ვარშავის ცალმხრივი ნაბიჯების საპასუხოდ ზოგიერთმა ქვეყანამ შესაძლოა კონტრზომებს მიმართოს.

 

ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ პოლონეთის მხრიდან უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის ცალმხრივად გახანგრძლივება ევროპულ კანონმდებლობას არღვევს. ამის გამო პოლონეთს შესაძლოა საჯარიმო სანქციები დაეკისროს, თუმცა მათი გამოყენება ხანგრძლივ პროცედურას ითვალისწინებს.

 

RMF FM-ის წყაროების ინფორმაციით, ვარშავაში შიშობენ, რომ ზოგიერთი ქვეყანა, პირველ რიგში გერმანია, სავაჭრო კონტრზომებს გამოიყენებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner