რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უპილოტო საფრენმა აპარატმა ნოვგოროდის ოლქის სამხედრო აეროდრომზე მიიტანა შეტევა.
„დღეს, მოსკოვის დროით დაახლოებით 10:00 საათზე კიევმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ტერორისტული შეტევა განახორციელა ნოვგოროდის ოლქის სამხედრო აეროდრომზე.
დრონი აეროდრომის გარე სადამკვირვებლო პუნქტიდან შეამჩნიეს და მცირე ზომის იარაღით გაანადგურეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შედეგად, თვითმფრინავების სადგომზე გაჩნდა ხანძარი, „რომელიც მალევე ჩააქრეს“.
„დაზიანებულია ერთი თვითმფრინავი, დაშავებულები არ არიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.