logo_geo
eng_logo
ნოვგოროდის ოლქის აეროდრომს დრონით შეუტიეს - დაზიანდა რუსული თვითმფრინავი
- +

19 აგვისტო. 2023. 17:39

 

 

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უპილოტო საფრენმა აპარატმა ნოვგოროდის ოლქის სამხედრო აეროდრომზე მიიტანა შეტევა.

 

„დღეს, მოსკოვის დროით დაახლოებით 10:00 საათზე კიევმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით  ტერორისტული შეტევა განახორციელა ნოვგოროდის ოლქის სამხედრო აეროდრომზე.

 

დრონი აეროდრომის გარე სადამკვირვებლო პუნქტიდან შეამჩნიეს და მცირე ზომის იარაღით გაანადგურეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

როგორც უწყებაში აცხადებენ, შედეგად, თვითმფრინავების სადგომზე გაჩნდა ხანძარი, „რომელიც მალევე ჩააქრეს“.

 

„დაზიანებულია ერთი თვითმფრინავი, დაშავებულები არ არიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner