საზოგადოება გოგი ხარაბაძეს ემშვიდობება. სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს.
მსახიობი და რეჟისორი გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. გოგი ხარაბაძეს ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში რუსთაველის თეატრის სცენაზე არაერთი დასამახსოვრებელი როლი აქვს შესრულებული.